როსის აგენტი: ”ჩემი კლიენტით ”ბარსა” აღარ ინტერესდება”

როსის აგენტი: ”ჩემი კლიენტით ”ბარსა” აღარ ინტერესდება”


ესპანური ”ვილიარეალის” თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ ”ბარსელონამ” მისი კლიენტი უნდა შეიძინოს, გადმოგვცემს marca.

ამას გარდა მან კატალონიურ კლუბს ურჩია ლონდონის ”არსენალის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის შეძენა.

თუკი ”ბარსელონა” გეგმავს თავის გუდში უმაღლესი დონის ფეხბურთელების მიყვანას მაშინ უნდა შეიძინოს როსი და ფაბრეგასი. თუკი მათ საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა არ სურთ მაშინ იყიდონ რომელიმე მცველი და ალექსის სანჩესი” - განაცხადა პასტორელომ.

პასტორელომ ასევე განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები მას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ შეხმიანებიან. აგენტმა ეს იმით ახსნა, რომ ”ბარსა” მისი კლიენტით დაინტერესებული აღარ არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.