მესის დუბლი და საგოლე გადაცემა ინტერ მაიამიში [VIDEO]
წუხელ ლიონელ მესიმ ახალ გუნდში, "ინტერ მაიამიში" მეორე თამაში ჩაატარა და ამერიკელ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ უჩვენა, თუ რატომ არის საუკეთესო.
"ბარსელონას" არგენტინელი ლეგენდა "ინტერ მაიამის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და მან მოედანზე 78 წუთი გაატარა. მესი "ინტერ მაიამის" აბსოლუტურად ყველა სახიფათო შეტევის სულისჩამდგმელი იყო. "ატლანტა იუნაიტედთან" გამართული შეხვედრის მე-8 და 22-ე წუთებზე მან დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2-0 გახადა, 53-ე წუთზე კი საგოლე გადაცემაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მესის პირველი გოლი სერხიო ბუსკეტსის შესანიშნავ პასს მოჰყვა.
"ინტერ მაიამის" შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ ორ მატჩში მესის 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]