ალფრედო დი სტეფანომ ”ბარსელონასა” და მესის შესახებ ისაუბრა

ალფრედო დი სტეფანომ ”ბარსელონასა” და მესის შესახებ ისაუბრა

მადრიდის ”რეალის” საპატიო პრეზიდენტმა - ალფრედო დი სტეფანომ კომენტარი გააკეთა ”ბარსელონასა” და მესის შესახებ.

”ბარსელონას” ძალიან კარგი შუა ხაზი ჰყავს. ისინი კარგად ორგანიზებულები არიან. საქმე არ ეხებათ მხოლოდ ჩავის და ინიესტა. ისინი ყველანი კარგად არიან განლაგებულები და ეხმარებიან დაცვას ძალიან კარგად. მათ ჰყავთ ძლიერი დაცვა და მეკარე. ეს კარგი გუნდია.”

”მე ასევე აღფრთოვანებული ვარ მესით, რასაც ის აკეთებს შესანიშნავია. ის გუნდს ბევრს ეხმარება. ის არის ინდივიდუალისტი, მაგრამ ყოველთვის გუნდისთვის თამაშობს. ის კარგად იცავს, არის ორგანიზებული და ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მესი არის ანცი და ამავდროულად ჭკვიანი ფეხბურთელი. ის სწორედ იქ ახდენს ზეწოლას, სადაც საჭიროა.”


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.