დემბელემ რამდენიმე თანაგუნდელს შეატყობინა, რომ პსჟ-ში მიდის
ელენა კონდისის ინფორმაციით, უსმან დემბელემ რამდენიმე თანაგუნდელს შეატყობინა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" მიდის.
კატალონიურ გრანდს სურს, დემბელემ კლუბს თავის გადაწყვეტილებაზე დღეს აცნობოს და განცხადება გააკეთოს. შედეგად, ის გუნდს დატოვებს და ლას ვეგასაი აღარ გაემგზავრება.
ჟერარ რომეროს ცნობით, ფრანგის აგენტმა, მუსა სისოკომ ლა ლიგას დაურეკა, რათა ეცნობებინა, რომ ხვალ პსჟ უსმანის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის. დემბელემ სისოკოს სთხოვა, მოლაპარაკებებში სამივე მხარე ჩაერთოს და სამმხრივი შეთანხმება შედგეს, რადგან არ სურს, გუნდი ცუდად დატოვოს.
RMC Sport-ის თანახმად, დემბელეს პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია. ფეხბურთელის გარემოცვას სჯერა, რომ "ბარსელონამ" უსმანი და გავი "პარი სენ-ჟერმენს" კილიან მბაპეს სანაცვლოდ შესთავაზა.
ჟოან ლაპორტას მუსა სისოკოსთან მოლაპარაკებები არ სურს, ურთიერთობა სრულად მოშლილია. პრეზიდენტი პსჟ-ზეც ძალიან გაბრაზებულია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დემბელესა და სისოკოს დისკომფორტს უქმნის ის ფაქტი, რომ დეკუს პირადად არ იცნობენ. ასევე ის, რომ პორტუგალიელი რაფინია ბელოლის აგენტი იყო.
ფრანგი ჩავისთან ბედნიერია, მაგრამ აცნობიერებს, რომ კლუბის ზოგიერთ წევრს მისი გაყიდვა სურს. ერნანდესი დემბელეს შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ეს რთული იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]