ფაბრიციო რომანოს ექსკლუზივი: ბარსელონა ნოა დარვიხს იმატებს
ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, "ბარსელონა" 16 წლის გერმანელ ტალანტს იმატებს.
საქმე "ფრაიბურგის" შემტევ ნახევარმცველ ნოა დარვიხს ეხება, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა.
კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსა" დარვიხის სანაცვლოდ €3 მილიონს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება - საბოლოო სატრანსფერო ღირებულებამ, შესაძლოა, €5 მილიონს გადააჭარბოს.
16 წლის გერმანელი კრეატიული და ტექნიკური მოთამაშეა - ის სისწრაფით, დრიბლინგითა და პასით გამოირჩევა. დარვიხი შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ თამაში ცენტრალურ ნახევარმცველად და მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია. კარიერის ძალიან ადრეული ეტაპიდანვე მის ტექნიკურ და ტაქტიკურ შესაძლებლობებს ყველა ხაზს უსვამდა.
ნოა "ფრაიბურგის" აღზრდილია და 2023 წლიდან ამ კლუბის მეორე გუნდში თამაშობს. ასევე, ის გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2023 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
და რაც მთავარია, დარვიხი ბავშვობიდან "ბარსელონას" ქომაგია.


ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]