ილქაი გიუნდოგანი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"ბარსელონას" ახალწვეული ილქაი გიუნდოგანი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
32 წლის ნახევარმცველმა Kicker-ის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ეს არის ჯილდო, რომელსაც გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების მიერ ხმის მიცემის შემდეგ გადასცემენ.
გიუნდოგანმა, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგა, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 198 ქულა აიღო. მეორე ადგილზე გასულ ნიკლას ფიულკრუგს კი მხოლოდ 88 ქულა შეხვდა.
მართალია, გიუნდოგანის ამ წარმატებაში "ბარსელონას" წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ასეთი დონის ფეხბურთელის შენს გუნდში გადმოსვლა ნამდვილად სასიამოვნოა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]