პარი სენ-ჟერმენს ანსუ ფატის დამატებაც სურს

პარი სენ-ჟერმენს ანსუ ფატის დამატებაც სურს

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავა, შესაძლოა, ანსუ ფატი იყოს. ინფორმაციას As ავრცელებს.

მადრიდული გამოცემის ცნობით 20 წლის ესპანელი თავდამსხმელი მოსწონს ეროვნულ ნაკრებში მის ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელიც ამჟამად პსჟ-ს დამრიგებელია.

იმავე წყაროს ინფორმაციით პარიზული კლუბი "ბარსელონასთვის" გასაგზავნ ოფიციალურ წინადადებას უკვე ამზადებს.

ფატი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება, მაგრამ "ბლაუგრანაში" იციან, რომ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა მოუხდეთ. თუ პსჟ-ს წინადადება სარფიანი იქნება, ეს მტკივნეული ნაბიჯი სწორედ ფატის გაყიდვა გამოდგება.

დიდი ხნის განმავლობაში ფატი "ბარსას" დატოვებაზე უარს ამბობდა, თუმცა უსმან დემბელესთან მისი ახლო მეგობრობა და ლუის ენრიკეს ფაქტორი As-ს აფიქრებინებს, რომ ამჯერად ის, შესაძლოა, გუნდის გამოცვლას დასთანხმდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 7 აგვისტო 2023 11:03
    0
    ერთადერთი მარცხენა შემტევია გუნდში და თან ფორმაში შედის. ეს თუ გაყიდეს აბდეს და ტორესს უყურეთ თქვენ (ხელმძღვანელობა).
    Culé [?]
    #12 7 აგვისტო 2023 00:44
    0
    130 მილიონი .

    p.s ვიცი რო არ ღირს ამდენი
    --------------------

    ForçaBarça
    ფანი [?]
    #11 7 აგვისტო 2023 00:12
    0
    ციტატა: nika 54
    დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში და ედერ მილიტაო კილიან მბაპეს განსაკუთრებულად ელოდებიან..."
    ვერ არიან მეზღაპრეები?

    ადმინი ხელოვნების ნიმუშია😄
    ციტატა: nika 54
    დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით,

    🤦😃😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 აგვისტო 2023 22:52
    0
    არსად ეს არ წავა, ან უნდათ კია? მოვიდა მოთხოვნა თუ ჰალას ადმინივით წერთ: " დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში და ედერ მილიტაო კილიან მბაპეს განსაკუთრებულად ელოდებიან..."
    ვერ არიან მეზღაპრეები?

    ციტატა: me da barca
    ფატიზე წინ თუ ვინმეა გასაყიდი ეს ტორესია.

    და ლანგლე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 აგვისტო 2023 21:01
    1
    ფატიზე წინ თუ ვინმეა გასაყიდი ეს ტორესია.
    ფანი [?]
    #8 6 აგვისტო 2023 20:04
    0
    ციტატა: Barca for life
    ასე მგონია რომ ფატიმ ფორმაში შესვლა დაიწყო, თან ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.
    სიტყვაზე 25-26 წლის რომ იყოს კიდე ხო, მაგრამ 20 წელი არაფერია ფეხბურთელისთვის, ამიტომ ხელი არ დაედოს!
    თუ მაინცდამაინც 100მილიონი დაიდოს და წაიღონ, თუ არადა კაპიკებში კარგად გვეყოლონ.
    მეორე მხრივ, რა თქმა უნდა 1 ფატის გაშვებით როცა ბერნარდო, როკე და კანსელუ მოვლენ, არც უნდა დაფიქრდე ისე უნდა გაუშვა, მაგრამ სიტყვაზე ამან რომ ფორმა აკრიფოს და უმაგრესი ვინგერი დადგეს, მაშინ სანანებელი გვექნება, რადგან ბერნარდუ და კანსელო 5 წელში დაგვტოვებენ ფატის კიდე 15 წელი შეეძლება თამაში. პოტენციალი და უდიდესი ტალანტი რომ ჰქონდა უკვე დაგვანახა, ფორვარდის ინსტინქტებიც აქვს და მოკლედ ამ პოტენციალის გამო კიდევ 1 შანსს იმსახურებს, ხოლო ბერნარდუმ თუ ისედაც არ იბრძოლა აქ მოსასვლელად მაშინ ფატის მსგავსი კულეს დათმობა, ვიღაც ნეიტრალური ტიპის გამო ნაღდად არ უნდა გვიღირდეს.

    ამ ფეხბურთელში 50 მზე მეტს არ შესთავაზებს პსჟ. 80 იც რომ შესთავაზონ უნდა გაიყიდოს.. მაგას ცოტას დამატებ და კვარაცხელიას დონის მოვა ვინგერად
    ფანი [?]
    #7 6 აგვისტო 2023 19:52
    1
    ციტატა: საბა კაპანაძე
    მგონი ნელნელა იწმინდება გუნდი რაც კარგია:)) მაგრამ დრო არცთუისე ბევრია შემცვლელების მოსაყვანად

    ვინ შემცვლელები თუ ძმა ხარ. ვილოცოთ რომ აღარავინ არ გაყიდონ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ან ვერავის მოიყვანენ ან იმაზე ძვირიანს და იმაზე ცუდს ვისაც გაყიდიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 აგვისტო 2023 19:13
    2
    და " კადისის " რისხვა ფერან ტორესი არ უნდათ ? ჯერ 55 მილიონიანებით დაიწყონ
    Culé [?]
    #5 6 აგვისტო 2023 18:52
    1
    ბარსელონაში იქნება თუ სხვაგან თავის სათქმელს იტყვის ეს ბიჭი და მერე გულისწყვეტა გვიანი იქნება და ძვირიც wink
    Culé [?]
    #4 6 აგვისტო 2023 18:48
    2
    80 მილიონი და ჯანდაბას გაგატანთ 😃
    Culé [?]
    #3 6 აგვისტო 2023 18:45
    1
    ციტატა: ChuxrELia
    ენრიკემ იქნებ ფერანიც წაიყვანოს, კი იცის რა ზომაცაა 😀

    არ წაიყვანს მის გოგოს დასცილდა😂
    ფანი [?]
    #2 6 აგვისტო 2023 18:40
    2
    ენრიკემ იქნებ ფერანიც წაიყვანოს, კი იცის რა ზომაცაა 😀
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 აგვისტო 2023 18:40
    2
    მგონი ნელნელა იწმინდება გუნდი რაც კარგია:)) მაგრამ დრო არცთუისე ბევრია შემცვლელების მოსაყვანად