სერჟინიო დესტი ბარსელონასთვის ისევ პრობლემაა
ამერიკელი მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის საკითხი "ბარსელონასთვის" ისევ პრობლემურია.
22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი "მილანში" იჯარით გაატარა და თავი კარგად ნამდვილად ვერ წარმოაჩინა. კლუბში დაბრუნების შემდეგ "ბარსა" მის გაყიდვას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ - ამერიკელის ყიდვა არავის უნდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ვინაიდან ყიდვის სურვილს არავინ გამოთქვამს, "ბარსელონა" დესტის კვლავ იჯარით გაშვებას დასთანხმდება.
იმავე წყაროს ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების სურვილს MLS-ის გუნდები გამოთქვამენ, მაგრამ ფეხბურთელს ევროპაში თამაში სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]