ბარსელონა-ტოტენჰემი - როგორ ვუყუროთ?

ბარსელონა-ტოტენჰემი - როგორ ვუყუროთ?

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 8 აგვისტო, 22:00

"ბარსელონა" წინასასეზონო მზადების ბოლო თამაშს "ტოტენჰემთან" გამართავს. კატალონიელები ინგლისელებს გამპერის თასზე დაუპირისპირდებიან.

არცერთი ქართული არხი თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს არ გვთავაზობს. საყურებელი ლინკების ნახვა Livetv.ge-სა და ჩვენს ტელეგრამ არხზე შეგეძლებათ.

Telegram

საყურებელი ლინკების ნახვა შესაძლებელი იქნება ბარსამანიას ტელეგრამ არხზე: t.me/barcamaniage

როგორ ვუყუროთ Livetv.ge-ზე?

იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი არხებიდან არცერთი გაქვთ, თქვენთვის ბევრი საყურებელი ლინკი დაიდება საიტზე Livetv.ge.

თუ საიტზე შესვლას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ Public DNS, რომელიც ყველა მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი. Public DNS-ის დაყენების შემდეგ თქვენი ინტერნეტი იქნება უფრო სწრაფი და დაცული, ასევე შეხვალთ ნებისმიერ დაბლოკილ საიტზე. რეკომენდებულია, რომ Public DNS დაყენდეს ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის სათამაშო კონსოლებზეც. Public DNS-ის დაყენების დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ, ნახოთ საიტზე Antiblock.ge.

Livetv.ge-ზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც ნახავთ ლინკების ჩამონათვალს. სასურველი ლინკის არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც თამაშის ყურებაა შესაძლებელი.

კომპიუტერით ყურების შემთხვევაში თამაში ჩაირთვება ავტომატურად, მაგრამ უხმოდ. ხმის ჩასართავად საჭიროა, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭიროთ CLICK HERE TO UNMUTE. ამის შემდეგ ახალ გვერდზე გაიხსნება რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ, მაშინვე დახუროთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ხმაც ჩაირთვება.

მობილურით ყურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოგიგდოთ ინფორმაცია VPN-ის შესახებ. ეს უბრალო რეკლამაა და საჭიროა, ეს გვერდი გათიშოთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც თამაში ჩაირთვება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 აგვისტო 2023 19:52
    1
    ბარსელონა-ტოტენჰემი - როგორ ვუყუროთ?
    აი ამ გვერდს სათაური შეუცვალეთ და დაარქვით რატომ ვერ ვუყურებ.
    Culé [?]
    #3 8 აგვისტო 2023 13:51
    3
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: JustBarcaLover
    ეხლა ეს რო წავაგოთ მთელი მადრიდი გაწყდება სიცილით და თვითონ რო აგებენ ამხანაგურს მაშინ ახსენდებათ რო ამხანაგურია

    ტოტენჰემთამ რომ წააგო მართლა დასაცინი ხარ მარტო მადრიდო კი არა მთელი მსოფლიო დაცინება ბარსას თუ ტოტენჰემმა "ტიტული" მოუგო

    გამპერის თასი არაა რეალური ტიტული და დაჟე ეს თამაში უფრო ამხანაგურია ვიდრე კლასიკო რადგან კლასიკო ამხანაგური ვერ იქნება.
    რა თქმა უნდა ნებისმიერი წაგება ტეხავს მაგრამ დღეს მგონია რომ კარგად მოვუგებთ.
    Culé [?]
    #2 8 აგვისტო 2023 12:13
    0
    ეხლა ეს რო წავაგოთ მთელი მადრიდი გაწყდება სიცილით და თვითონ რო აგებენ ამხანაგურს მაშინ ახსენდებათ რო ამხანაგურია
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 აგვისტო 2023 10:36
    2
    LiveTv.ge ხშირად ჭედავს. LiveBall ყველაზე მაგარი საიტია. ბევრს ეცოდინება ეს საიტი, მაგრამ ვისაც სჭირდება აგერ ჩავაგდებ ლინკს
    https://k115.liveball.cc/