ანდრეს ინიესტა გაერთიანებულ საამიროებში ითამაშებს
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელი ლეგენდა "ემირეითს ქლაბში" ითამაშებს. ის კლუბთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ინიესტა დუბაიში ამაღამ ჩავა, ხელშეკრულებას კი ხელს ხვალ მოაწერს.
ანდრესი "ბარსადან" წასვლის შემდეგ "ვისელ კობეში" ასპარეზობდა. მან იაპონია მიმდინარე ზაფხულში დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]