ლამინ იამალი: მოედანზე შესვლამდე მწვრთნელმა მითხრა, რომ თავდაჯერებული ვყოფილიყავი
"ბარსელონას" 16 წლის შემტევმა, ლამინ იამალმა გამპერის თასზე ჩატარებულ მატჩზე ისაუბრა:
მოედანზე შესვლამდე მწვრთნელმა მითხრა, რომ თავდაჯერებული ვყოფილიყავი და ბურთი მიმეღო.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოტივირებული ვარ, რადგან იმ ფეხბურთელებთან ვთამაშობ, რომლებსაც ბავშვობიდან ვუყურებდი.
ახლა მოედანზე იმდენ წუთს ვატარებ, რამდენსაც მწვრთნელი მაძლევს, და ამას შესაძლებლობად მივიჩნევ. საკუთარი თავის მჯერა.
"ტოტენჰემთან" შეხვედრაში იამალი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და 3 გოლი (1 ასისტი და 2 პრეასისტი) შექმნა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]