რატომ ვერ დაბრუნდა ნეიმარი ბარსელონაში?
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ნეიმარს კვლავ აქტიურად უკავშირებდნენ. ბრაზილიელს "ბარსაში" დაბრუნება სურდა და მზად იყო, ხელფასი მნიშვნელოვნად შეემცირებინა, თუმცა მისი დაბრუნება არც ამჯერად მოხერხდა. გადაწყვეტილია, რომ 31 წლის ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ ჰილალში" გააგრძელებს.
ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იმ მიზეზების შესახებ გვიყვება, რომელთა გამოც ნეიმარი "ბლაუგრანაში" ვერ დაბრუნდა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას, მატეუ ალემანისა და რაფა იუსტეს ბრაზილიელის დაბრუნება სურდათ. ბრაზილიელის ტრანსფერი გაპრეზიდენტების შემდეგ ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ, თუმცა ჩავის პოზიციის გამო ეს შეუძლებელი იყო. "ბარსას" მთავარ მწვრთნელს ნეიმარის დაბრუნებასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა და ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ მისი გადმოსვლა კლუბს დაეხმარებოდა. როგორც ცნობილია, ჩავი შიშობდა, რომ ბრაზილიელი გასახდელში არსებულ სიტუაციას არევდა.
ნეიმარის დაბრუნება "ბარსას" ფინანსური მდგომარეობის გამოც გაუჭირდებოდა, თუმცა ჩავის უარის გამო კლუბს ტრანსფერზე მუშაობა არც კი დაუწყია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]