პიკე:"როსი - სასურველი ფეხბურთელი "ბარსელონასთვის"

პიკე:"როსი - სასურველი ფეხბურთელი "ბარსელონასთვის"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ისაუბრა "ვილიარეალის" იტალიელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის შესახებ, რომლის მიმართაც კატალონიურ კლუბს დიდი ინტერესი აქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პიკე და როსი ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები არიან, რადგან ისინი "მანჩესტერ იუნატედში" ერთად თამაშობდნენ.

 

"მე და როსის "მანჩესტერ იუნაიტედში" რამდენიმე სეზონი გვაქვს გატარებული და მას კარგად ვიცნობ. იგი არის ძალიან სწრაფი, ნიჭიერი ფეხბურთელი და "ბარსელონასთავის" ძალზე სასურველი პიროვნება" - განაცხადა ხერარდ პიკემ "Sky Sports"-თან ინტერვიუში.

 

როსი "ვილიარელის" შემადგენლობაში 2007 წლიდან ირიცხება. გასულ სეზონში თავისი კლუბის მაისურით მან 36 მატჩი ითამაშა და 18 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.