ტევესი: "ჩემსა და მესის შორის არანაირი მტრობა არ არის"
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა, კარლოს ტევესმა, კოპა ამერიკის დაწყების წინ განაცხადა, რომ მასსა და "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის, შორის არანაირი კონფლიქტი არ არის.
"ნამდვილად არ ვიცი ვინ მოიგონა ის ამბავი, რომ მე და მესი ერთმანეთსი ვმტრობთ, ან მე მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი არგენტინაში, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო. სრული აფსურდია! არასდროს წამოვაყენებ ულტიმატუმებს, როცა საკუთარი ქვეყნის ღირსებას ვიცავ. ძალიან მინდა, რომ გუნდს დავეხმარო. რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ ბაპტისტა ძირითად შემადგენლობაში დამაყენებს, მაგრამ მე არც სათადარიგოზე ამქვს პრობლემა, უბრალოდ ვიმუშავებ მაქსიმალურად".
"ერთადერთი ვინც ძირითადში უნდა იყოს, არის – მესი, ხოლო დანარჩენები მის შემდეგ უნდა დასახელდნენ. ამის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს. უნდა გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. ის დიდებული ფეხბურთელია". დაასრულა კარლოს ტევესმა "Clarin"–თან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]