ბარსელონა ფერმინს ახალ კონტრაქტს უმზადებს
"ბარსელონამ" გუნდის ახალგაზრდა ტალანტთან, ფერმინ ლოპესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფერმინ ლოპესი 20 წლისაა, თანამედროვე და მითუმეტეს "ბარსელონას" საზომებით პატარაც აღარაა, თუმცა ფეხბურთელში, რომელიც გასულ სეზონში "ბარსა ატლეტიკის" გეგმებშიც კი არ შედიოდა, ჩავიმ რაღაც განსაკუთრებული დაინახა და ფერმინიც მწვრთნელს იმედებს ჯერჯერობით უმართლებს.
ოფიციალური დებიუტი გუშინ "ვილიარეალთან" ჰქონდა, მანამდე კი პრესეზონზე თავი კარგად წარმოაჩინა და "რეალ მადრიდთან" ამხანაგურ მატჩში შედევრიც შემოგვთავაზა.
ლოპესის მოქმედ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" მასთან ახალი ხელშეკრულების რაც შეიძლება მალე გაფორმება მართებს. კლუბმა ამაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]