ჟოაუ ფელიში კვლავ რეალური ვარიანტია
Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონასთვის" ჟოაუ ფელიში კვლავ რეალური ვარიანტია, თუმცა მისი ტრანსფერი მარტივი არ იქნება.
"ატლეტიკო" "ბარსას" პორტუგალიელის ხელფასის სრულად გადახდას სთხოვს, რაც კატალონიურ კლუბს არც სურს და არც შეუძლია.
თუ მადრიდული კლუბი მოთხოვნებს შეამცირებს, "ბარსელონას" ფელიშის დამატება შეეძლება, მაგრამ ამისთვის ფეხბურთელების გაშვებაც დასჭირდება.
ჟოან ლაპორტას ფელიშის ტრანსფერი ძალიან უნდა, მაგრამ დეკუსა და ჩავისთვის ის პრიორიტეტული სამიზნე არაა. მწვრთნელი უფრო მეტად კრეატიული ნახევარმცველის მოყვანას ითხოვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]