ფერმინ ლოპესი: დღეს ისეთივე გახარებული ვარ, როგორც კლუბში 13 წლის ასაკში მოსვლისას ვიყავი

ფერმინ ლოპესი: დღეს ისეთივე გახარებული ვარ, როგორც კლუბში 13 წლის ასაკში მოსვლისას ვიყავი

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ფერმინ ლოპესმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ბევრი სამუშაო მელის და მსურს, პროგრესი გავაგრძელო.
"ლა მასიაში" გატარებული მომენტები კარგად მახსოვს. აკადემიაში ძალიან მეხმარებოდნენ, რომ როგორც პიროვნულად, ისე სპორტულად გავზრდილიყავი. დღეს ისეთივე გახარებული ვარ, როგორც კლუბში 13 წლის ასაკში მოსვლისას ვიყავი.
ჩავი დიდებული ფეხბურთელი იყო და ასეთივე მწვრთნელია. ტაქტიკური და ემოციური თვალსაზრისით ის ნახევარმცველებს ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავისთან, ლამინთან, ბალდესთან და ანსუსთან ერთად ვთამაშობ - "ლა მასიაში" გატარებული დროიდან ბევრი მოგონება გვაკავშირებს და ოცნებას მივყვებით.
ოჯახი და აგენტები მხარს ყოველთვის მიჭერდნენ. ბევრი დაბრკოლების წინაშე ვიყავი, რომელთა გადალახვა ბავშვობაში რთული იყო, მაგრამ ძლიერი მენტალიტეტი მქონდა და დიდი ძალისხმევა გავიღე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.

ფერმინის ახალი კონტრაქტი ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდე იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აგვისტო 2023 18:01
    0
    იმედია კონტრაქტის მერე, საქმეს არ დაიკიდებს და პირიქით უფრო მოუმატებს