ჩავი ანხელ ალარკონზე იმედებს ამყარებს

ჩავი ანხელ ალარკონზე იმედებს ამყარებს

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ანხელ ალარკონის პროგრესსა და რეაბილიტაციის პროცესს აქტიურად აკვირდება. 

"ბარსას" თავკაცი 19 წლის თავდამსხმელზე იმედებს ამყარებს და მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მოთამაშე გუნდს დაეხმარება, რის გამოც კლუბმა მასზე მიღებული შეთავაზებები უარით გაისტუმრა. ანხელი მე-6 შემტევად განიხილება.

ალარკონი ტრავმის მოშუშებასთან ახლოსაა. ის მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა, რომ საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ის "ბარსა ატლეტიკში" ითამაშებს, რათა რიტმში შევიდეს.

ვიქტორ ნავაროს ცნობით, ალარკონი ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს.

პირველი გუნდის შემადგენლობაში ანხელის ანგარიშზე 5 მატჩია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 სექტემბერი 2023 19:04
    0
    10-იანი ამას ხო არ შეუნახეს?