სერხიო ბუსკეტსი: ლუის რუბიალესის ქმედება მიუღებელია
"ბარსელონას" ლეგენდამ და "ინტერ მაიამის" ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს ლუის რუბიალესის ქმედებაზე ისაუბრა:
როგორც პიროვნება და 3 ქალიშვილის მამა, რუბიალესის საქციელს ვგმობ. ჯენისა და თითოეულ მოთამაშეს მხარს ვუჭერ.
ვფიქრობ, რომ მსგავი რამე არ უნდა დავუშვათ. ამან ისეთი დიდებული მიღწევა დარჩრდილა, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ამის ნაცვლად, პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
გავრცელებული ცნობებით, ჯენი ერმოსომ ლუის რუბიალესს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი დასდო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]