ჩავი ერნანდესი მალიორკასთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: სამშაბათი, 26 სექტემბერი, 23:30
ჩავი ერნანდესმა "მალიორკასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"მალიორკა" ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მათ მოედანზე თამაში რთულია. იოლი თამაში არ გველის.
ფრენკის არყოფნა დიდი დანაკლისია. ის ჩვენი სტილის გათვალისწინებით საკვანძო მოთამაშეა. დე იონგის დაბრუნება თავის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. ნახევარდაცვაში მის შესაცვლელად ბევრი ვარიანტი გვაქვს.
"სელტასთან" თამაში გავაანალიზეთ და შევაფასეთ, რა გავაკეთეთ არასწორად, რათა შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
პედრი ვარჯიშზე კარგად გამოიყურება და ვიმედოვნებთ, დაბრუნებას მალე მოახერხებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]