რონალდო: "მე არ ვებრძვი მესის, არამედ საკუთარ თავს"
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ, განაცხადა, რომ მისი გუნდი აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
პორტუგალიელმა ასევე განაცხადა, რომ მას არანაირი პირადი დუელი არ აქვს კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ფორვარდთან, ლიონელ მესისთან.
"მე ძალიან მინდა, რომ მადრიდის "რეალთან" ერთად აღვმართო მე–10 ჩემპიონთა ლიგის თასი, ერთს კი ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი მიზანი ამ კლუბში. რაც შეეხება ლიონელ მესის, მე არ ვებრძვი მას, არამედ ვებვრძვი საკუთარ თავსა და გუნდებს, რომლებიც ასპარეზობენ ლა ლიგაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონი მოურინიოს ხელმძღვანელობით იქნება ბევრად უკეთესი და ტიტულებით დახუნძლული". დაასრულა კრიშტიანო რონალდომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]