ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის შემდეგ
ჩავი ერნანდესმა "სევილიასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
კარგად ვუტევდით, მხოლოდ გოლი გვაკლდა. მატჩით კმაყოფილი ვარ. ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. ტაქტიკურად გუნდი გამართული იყო.
ფერმინი დიდებული ფეხბურთელია. ის ორივე ფეხს იყენებს, ბურთს არ კარგავს, ერთი-ერთზე ძლიერია და შორიდან დარტყმა შეუძლია. ლოპესი ძალიან დაგვეხმარება.
დაბადების დღის აღნიშვნის გამო ჟირონა-რეალ მადრიდს ვერ ვუყურებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საუკეთესო გაიმარჯვებს. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ვნახოთ, პირველ ადგილზე დავრჩებით თუ არა.
სერხიო რამოსი დიდებული მცველია. ის ამ ასაკშიც კი უმაღლეს დონეზეა. ავტოგოლისას მას არ გაუმართლა, მაგრამ, ზოგადად, შესანიშნავად ითამაშა.
არაუხო მოედანზე იმიტომ არ გამოვიყვანე, რომ წინა 2 მატჩში ითამაშა. ის ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და დასვენება სჭირდებოდა.
ვეტერანები ახალგაზრდებს უნდა დაეხმარონ. გიუნდოგანი, ლევანდოვსკი და სხვები მათ ძალიან ეხმარებიან.
ჩვენი მიზანი საკუთარი თავის ბურთის ფლობით დაცვაა. ამ კომპონენტში მატჩის მიწურულს გვიჭირს, რის გამოც პროგრესი გვმართებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]