ჩემი გუნდით ვამაყობ | კუნდე
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი Instagram-ის პირად გვერდზე გამამხნევებელ პოსტს აქვეყნებს. როგორც იცით, ფრანგმა ტრავმა "გრანადასთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც, დაახლოებით, ხუთი კვირის გაცდენა უწევს.
"მტკივა, მაგრამ არასდროს დავეცემი, უარესი შეიძლება ყოფილიყო... უკვე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებასა და კარგ ფორმაში გამოჩენაზე ვფიქრობ. ჩემი გუნდით და მათი სიძნელეებთან გამკლავების უნარით ვამაყობ. წინ კიდევ დიდი დროა, ჩვენ კი ოპტიმიზმის დაკარგვას არ ვაპირებთ", - წერს კუნდე.
Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი საფრანგეთში გამგზავრებას არ აპირებს. მას სურს, რომ ბარსელონაში დარჩეს და სწაფად გამოჯანმრთელებაზე ფოკუსირდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]