ესპანეთის მოგება და ურუგვაის ფრე
გუშინ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის პირველი თამაშები გაიმართა და საქმეში "ბარსელონელებიც" ვიხილეთ.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჯგუფში ესპანეთმა შოტლანდიას საკუთარ კედლებში 2-0 სძლია.
"ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში გავი, ფერან ტორესი და ალეხანდრო ბალდე ვიხილეთ. პირველმა ორმა სრულად ითამაშა, ბალდე კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. რაც შეეხება ანსუ ფატის, ის მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო იყო.
5 თამაშის შემდეგ 12 ქულით ესპანეთი მე-2 ადგილს იკავებს და შოტლანდიას 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა დე ლა ფუენტეს გუნდს ბრიტანელებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რთული თამაში ჰქონდა რონალდ არაუხოს ურუგვაის, რომელიც კოლუმბიას სტუმრად დაუპირისპირდა. ურუგვაელები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ თამაში საბოლოოდ 2-2 დასრულდა. არაუხომ, რა თქმა უნდა, სრულად ითამაშა.
3 ტურის შემდეგ ურუგვაის 4 ქულა აქვს, რაც მე-4 ადგილის დასაკავებლადაა საკმარისი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]