Golden Boy: მინუს გავი და პლუს იამალი

Golden Boy: მინუს გავი და პლუს იამალი

იტალიურმა Tuttosport-მა "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოს განახლებული სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ოც ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის "ბარსელონადან" ერთი წარმომადგენელი დარჩა - ალეხანდრო ბალდე. სიაში ვერ მოხვდა გავი და ფაბრიციო რომანოს ცნობით ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსას" ნახევარმცველმა ეს ჯილდო გასულ წელს მოიგო.

Golden Boy-ს ჯილდოზე სიახლე ის გვაქვს, რომ Wild Card-ით საუკეთესო ოცეულს კიდევ 5 ფეხბურთელი დაემატა. საუბარია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებიც საზოგადოებამ თავდაპირველი სიის გამოქვეყნების შემდეგ გაიცნეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოხვდა 16 წლის ლამინ იამალიც.

"ოქროს ბიჭუნას" 20 ფინალისტი: ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა, ხავი სიმონსი, ანტონიო სილვა, ალეხანდრო ბალდე, ფლორიან ვირტცი, ბენჟამინ სესკო, ჯორჯო სკალვინი, რასმუს ჰოილუნდი, ლევი კოლუელი, იოჰან ბაკაიოკო, მილოშ კერკეზი, არტურ ვერმეერენი, ევან ფერგიუსონი, ლუკას გურნა-დუათი, ვარენ ზაირ-ემერი, უსმან დიომანდე, არნაუ მარტინესი, მატიას ტელი, ენდი დიუფი. ამ ოცეულს Wild Card-ით დაემატნენ: არდა გიულერი, ბილალ ელ ჯანუსი, მარტინ ბატურინა, ჟოაუ ნევეში, ლამინ იამალი.

"ოქროს ბიჭუნას" ჯილდო 2003 წლიდან თამაშდება. ყველაზე მეტჯერ, სამ-სამჯერ ის "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს მოუგიათ. "ბარსა" ერთადერთი კლუბია, რომლის მოთამაშემაც ეს ჯილდო ზედიზედ 2-ჯერ მოიგო - 2021 წელს პედრიმ და 2022 წელს გავიმ. უფრო ადრე, 2005 წელს "ოქროს ბიჭუნად" ლიონელ მესი დასახელდა. ეს ჯილდო 2019 წელს აქვს მოგებული ჟოაუ ფელიშს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 14 ოქტომბერი 2023 00:26
    0
    და გიულერმა რა გააკეთა ბოლო 3-4 თვეში თუნდაც გვიან გამოჩენილებში რომ შეიყვანეს? თუ რეალის ფეხბურთელი რადგანაა მაინც და მაინც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 ოქტომბერი 2023 00:20
    0
    ძაან არ ეკიდოს ბელინგემს ეს ჯილდო, ოქროს ბურთზე გაიწევს მგონი იქით წელს.
    ფანი [?]
    #8 13 ოქტომბერი 2023 19:35
    0
    ციტატა: nika 54
    ფატიმაც მოიგო, მაგრამ რა? გამოგვადგა რამეში?

    ფატის არ მოუგია მაგ წელს ჰოლანდი იყო გაისად კისე კი მოვიდა პედრი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 ოქტომბერი 2023 16:58
    0
    ფატიმაც მოიგო, მაგრამ რა? გამოგვადგა რამეში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ოქტომბერი 2023 16:15
    0
    სხვათა შორის შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ხავი სიმონსმა; თუმცა ის ხომ რეალში არ თამაშობს?
    და კიდევ არნაუ მარტინესი, აქ წარდგენილი ყოფილა. ბარსას აღზრდილი, რომელიც ცუდად არ დადგებოდა მარჯვენა ფლანგზე;
    არც ეხლაა გვიან მისი დაბრუნება, ნანსელო კარგია, თუმცა 30 უკაკუნებს, ერთმანეთს დააბალანსებენ და სათამაშო დრო ორივეს ექნება
    ფანი [?]
    #5 13 ოქტომბერი 2023 16:12
    0
    ბელინგემი ბაკდე სიმონსი იქნება საემული ზსუტად ამ თანმიმდევრობით ბელინგემს შარშან ძან მაგარი სეზონი ქონდა თან პაპა პერსეც გაისვრის რამდენიმე მილიონს რომ ბარსას აღზრდილმა ზედიზედ 3ჯერ არ მოიგოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ოქტომბერი 2023 15:47
    0
    სანამ გავისაც დალეწავენ დაასვენონ მაგ დედა აფეთქებულებმა ნორვეგიასთან.
    წევრი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2023 15:19
    0
    ციტატა: Messi 10
    ციტატა: Don_Andresito
    კითხვაც არ უნდა ისე მოიგებს ბელინგემი

    არადა მუსიალას უფრო ეკუთვნის მე თუ მკითხავთ

    არანაირად.ულაპარაკოდ ჯუდ ბელინგემია ამ ჯილდოს მფლობელი.როჟა ბენზემას მსგავსად უბერავს😄 რეალი 4 არ იქნებოდა ბელინგემი რო არ ყავდეთ რამის მარტო მიათრევს რეალს და ეს ხდება პირველი სეზონის პირველ 12 თამაში.იამალი აუცილებლად მოიგებს ამ ჯილდოს 16 წლისაა ჯერ🤣
    ფანი [?]
    #2 13 ოქტომბერი 2023 14:09
    0
    ციტატა: Don_Andresito
    კითხვაც არ უნდა ისე მოიგებს ბელინგემი

    არადა მუსიალას უფრო ეკუთვნის მე თუ მკითხავთ
    [?]
    #1 13 ოქტომბერი 2023 10:44
    3
    კითხვაც არ უნდა ისე მოიგებს ბელინგემი