გოლის 12 ავტორი - საუკეთესო შედეგი ევროპაში

გოლის 12 ავტორი - საუკეთესო შედეგი ევროპაში

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 21 გოლი "ბარსელონას" აქვს გატანილი. თუმცა ეს ერთადერთი მაჩვენებელი არაა, რაშიც კატალონიური კლუბი საუკეთესოა.

ლა ლიგის 9 ტურში გოლის გატანა "ბარსელონას" უკვე 12-მა ფეხბურთელმა მოახერხა. ეს საუკეთესო შედეგია არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე 96 გუნდს შორის.

თავდამსხმელებიდან თავის გამოჩენა რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერან ტორესმა, რაფინიამ, ჟოაუ ფელიშმა და ლამინ იამალმა, ანუ ყველამ მოახერხა. გოლი გაიტანა ხუთმა ნახევარმცველმა: პედრიმ, გავიმ, ფრენკი დე იონგმა, ფერმინ ლოპესმა და სერჟი რობერტომ. მცველებიდან კი თავი ჟოაუ კანსელუმ და ჟიულ კუნდემ გამოიჩინეს.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მეორე საუკეთესო შედეგი ასევე კატალონიურ "ჟირონას" აქვს - გოლის 11 ავტორი. შემდეგ მოდიან "ბრაიტონი", "ნიუკასლი" და "მონაკო" 10-10 ფეხბურთელით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ოქტომბერი 2023 00:22
    0
    შარშანაც გვქონდა ამ მხრივ კარგი შედეგი თუ არ ვცდები, ყველამ შეაგდო გოლი თითქმის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2023 16:54
    2
    და საუკეთესო შედეგი რატოა, გამოკვეთილი ბომბარდირი რო არა გვყავს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2023 15:50
    0
    შტეგოც გაიტანს