რაფა მარკესი: რონალდინიო, მესი... იამალს შეუძლია, შემდეგი იყოს

რაფა მარკესი: რონალდინიო, მესი... იამალს შეუძლია, შემდეგი იყოს

ლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი და "ბარსა ატლეტიკის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რაფა მარკესი "ბლაუგრანას" ტალანტზე, ლამინ იამალზე საუბრობს და მას რონალდინიოსა და მესის ადარებს.

იამალი იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც თანაყოლილი ნიჭი აქვთ და რომლებისთვისაც ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ სხვაობის შექმნა ნებისმიერ დონეზე შეუძლიათ.

რონალდინიო, მესი... ლამინს შეუძლია, შემდეგი იყოს. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. რა თქმა უნდა, მის განვითარებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ის ჯერ კიდევ ბავშვია.

- ციტირებს რაფა მარკესის სიტყვებს Mundo Deportivo.

სავარაუდოდ "ბარსელონაში" მარკესის სიტყვებით უკმაყოფილონი დარჩებიან. ცნობილია, რომ კლუბში არ მოსწონთ, როდესაც იამალს მესის ადარებენ და 16 წლის ფეხბურთელს ამხელა პასუხისმგებლობას კიდებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 19 ოქტომბერი 2023 23:42
    0
    არა არ მჯერა, ვერ გაქაჩავს მესის დონეზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 15 ოქტომბერი 2023 22:41
    0
    აჰა დაიწყეს მესისთან შედარებები, რაც დამღუპველია. ვინც მესის შეადარეს ყველამ ჩაიკუკა. ამიტომ მოკეტეთ რა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 ოქტომბერი 2023 13:16
    1
    არ მევასება ღლაპებს, რომ მესის და რონალდინიოს ადარებენ, აცადე რა განვითარება ბავშვს და მიაღწევს თვითონ რაღაც დონეს, რად უნდა ამდენი შედარება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 ოქტომბერი 2023 12:08
    0
    აი სევილიასთან ჩავიმ რაფინია დააყენა ნახ. დაცვაში და იამალი ფლანგზე. მე მგონია რომ პირიქით აჯობებდა. იამალი ნახ. დაცვაშიც გაქაჩავს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 15 ოქტომბერი 2023 00:50
    3
    თავიდანვე როცა ვნახე ეს ბავშვი, თვალში მომხვდა და იმ დღიდან ველოდებოდი რომ მეთქი როდის გაიზრდება თქო რომ ამ დამპალ დემბელეებსა და რაფინიებს უპირობოდ აჯობებსთქო და წელს უკვე აშკარაა რომ ჯერჯერობით 10 თავით აღემატება და სულ მალე 100იც იქნება და 1000იც.
    არაა აუცილებებლი რომ ვინმეს შევადაროთ, ფატი მშვენიერი ტალანტი იყო, უბრალოდ სპორტში ყველაფერი ხდება და არავის ბრალი არაა ის რაც მაგ ბავშვს დაემართა თორე რომ არ დამართნოდა, დარწმუნებული ვარ დღეს ლევანა უკვე გაპანღურებული გვეყოლებოდა. ანუ იმის თქმა მინდა რომ არანაირი შიშის საბაბი არ გვაქვს, მაქსიმუმ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და შევხედოთ რა არის ამ ბიჭის მაქსიმუმი, რას უნდა ველოდოთ 5 წლის მერე და ა.შ. იქამდე კი უნდა გავუფრთხილდეთ.
    ეს ბიჭი არის თავისი თავი, აქვს საკუთარი ბედისწერა, არის ინდივიდი და თუ თავს სწორად მოუარა, მაშინ არც არაფერი დაემართება და ნუ ახლა პროსტა ჰაერზე ნერვიულობა არაა საჭირო, მიმხედავი მიხედავს.
    მე პირადად არც მესის ვხედავ და არც რონალდინიოს, ძალიან მეზედმეტება 2 თამაშიან ტიპზე ასეთი ლაპარაკი, ანუ მოდი ჯერ ვაცადოთ ეს სეზონი და მერე შევაფასოთ, მერე კიდე წლები ვაცადოთ და ასე 24 წლის რომ იქნება რაღაც კონსესუსამდეც მივალთ, თორე ასე ჰაერზე ბოდიალი არც გუნდს წაადგება, არც ფეხბურთელებს და არც ფანებს ვინაიდან ამან რომ მართლა რამე დაიშავოს ისევ წამოვა ჩვენი მისამართით დამცინავი კომენტარები და ეს ბოლო პერიოდია მართლა ბევრი დაგროვდა..
    Culé [?]
    #7 14 ოქტომბერი 2023 21:15
    0
    Rqgac ar mgonia imati gza gaagrdzelos,saswalad agfrtovanebuli aravar am bavshvit,miuxedavad imisa ro dzaan nichieria da mondomebulic chans. Ragac stili ar momwons amis. Neta gaqachavdes...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 ოქტომბერი 2023 15:41
    6
    იმედია ჯერ 10-იან მაისურს არ შესთავაზებენ. ეგება აცალონ ბავშვობა, უკვე ეტყობა ნერვიულობა პასუხისმგებლობის გამო. მე მაგის პირველი თამაშები რო მაგონდება, როცა 2-3 მეტოქეს გადიოდა დრიბლინგით. ახლა პირველივე ჩავარდნილ ფინტზე მთლიანად იკარგება თამაშში. სხვათა შორის იგივეს ვიტყოდი კვარაცხელიაზე. ამდენი ქება და მარადონასთან შედარება? ვისაც გინდათ თავბრუ დაეხვევა და მომატების ნაცვლად დაიკარგება. მესისთან შედარება კი მკრეხელობაა, რატო უნდა გავდეს მესის? გავდეს თავის თავს უფრო მეტი პატივისცემა და დაფასებაა.
    ფანი [?]
    #5 14 ოქტომბერი 2023 14:42
    4
    კარგია ქებაც და სამართლიანი კრიტიკაც მაგრამ. ამ ბავსშვს ორივე აკლია 2 უკიდურესობაშია ან ძაან ცაში აყავთ ან ძაან ძირს ანარცხებენ... საშუალი არ არსებობს ვიღაცისთის მომავალი მესია და ვიღაცისთვის მომავალი ფატი :) ცოტა სისულელეს კი ვამბობ მაგრამ ვინმემ უნდა იზრუნოს რომ ამ ბავშვს ცოტახანი არ ქონდეს ინტერნეტთან წვდომა. ფსიქოლოგიურადვარის ძალიან ცოდო ან ძალიან აქებენ სრულიად გადაზედმეტებულად ან კიდე ძალიან ლანძღავენ ასევე ძალიან არალოგიკურად :) არ ვიცი რა მოხდება მომავალში ეგრე ფატიც ეგონა ნახევარ მსოფლიოს მომავალი მესი მაგრამ კი იცით შედეგი. ლამინის შემთხვევაში იმედია ჭკუას მოიხმობენ. ისევ მაგათთვის არის კარგი რომ ამ ბიჭმა ის ფეხბურთი ითამაშოს რასაც ფიქრობენ :) მაგრამ ესპანეთი და ბარსელონა წინ არ იყურება ახლავე უნდათ ყველაფერი და ახლანდელმა ტრამვამაც დაადასტურა როგორ ზრუნავს ამ ბავშვზე ან ბარსელონა და ან ესპანეთი 🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ოქტომბერი 2023 14:26
    2
    აუუუ თვალი არ ეცეს რა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ოქტომბერი 2023 13:11
    0
    მბაპე გვინდა😔😔
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2023 13:08
    3
    არ დამთავრება ეს ხოტბა-დიდება, სანამ არ გააფუჭებენ ამ პატარა ბიჭს.... 16 წლისაა და უცბად აუვარდება თავში. ძალიან კარგია, მაგრმ ჯერ არაფერი გაუკეთებია, რომ რონალდინიოს და მესსის გვერდით მოვიხსენიოთ. გაუშვი ითამაშოს ახალგაზრდული ენთუზიაზმით და მიაღწიოს საწადელს. ბარსას და ნაკრების ძირითადშია, განა ეს საკმარისი სტიმული არ არის მისთვის, რომ იბრძოლოს? რად უნდა ვარსკვლავ ბიჭუნად მოხსენიება?????
    წევრი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2023 11:30
    2
    რაფა შენ ჭკვიანი კაცი ხარ <3 იმედია მართლა მაგათ დონეზე თუ ვერა მაგათ ნახევარს მაინც დადებს <3