ექტორ ფორტი ბარსელონას პირველ გუნდს უახლოვდება

ექტორ ფორტი ბარსელონას პირველ გუნდს უახლოვდება

"ბარსელონას" პირველ გუნდს "ლა მასიას" აღზრდილი კიდევ ერთი ტალანტი უახლოვდება. საუბარი 17 წლის მარჯვენა მცველზე, ექტორ ფორტზეა.

Mundo Deportivo-ს ცნობით კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესით ძალიან კმაყოფილები არიან. ფორტმა მიმდინარე სეზონში "ბარსა ატლეტიკის" შვიდივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თავი კარგად წამოაჩინა.

კატალონიური მედიის ინფორმაციით თუ ფორტმა ამ ტემპით პროგრესი განაგრძო, მას ჩავის განკარგულებაში მალე ვიხილავთ. ჟიულ კუნდესა და ალეხანდრო ბალდეს ტრავმებმა კი, შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს.

"ბლაუგრანა" ფორტზე დიდ იმედებს ამყარებს და სამომავლოდ პირველი გუნდის წევრად განიხილავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ოქტომბერი 2023 22:48
    0
    მოდი იყოს ფორდი და ზემოდან მუსტანგი. laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2023 16:04
    2
    ამ ბოლო დროს თითქმის ყველა ახალგაზრდამ გაამართლა და უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს ჩავიმ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ოქტომბერი 2023 12:09
    0
    ბიჭო ამ ირლარიან ფეხბურთელებს რაღატო ყიდულობენ. ხულიან არაუხო რატო იყიდეს? ხელფასი ჩვენ უნდა ვუხადოთ და ვანათხოვროთ აქეთ-იქით.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.