გავის გოლით ესპანეთმა ევრო 2024-ის საგზური გაინაღდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში ესპანეთის ნაკრებმა ნორვეგია გასვლაზე 1-0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გავიმ გაიტანა, რომლის ანგარიშზეც უკვე 5 სანაკრებო გოლია. "ბარსელონელთაგან" ფერან ტორესმა და გაიჯარებულმა ანსუ ფატიმაც ითამაშეს.
შედეგად, A ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილია: ევრო 2024-ზე შოტლანდია და ესპანეთი გავიდნენ; ნორვეგია, საქართველო და კვიპროსი კი ბრძოლას ეთიშებიან.
ევროპის ჩემპიონატზე ასევე უკვე გასულები არიან: ილქაი გიუნდოგანისა და ტერ შტეგენის გერმანია, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს პორტუგალია, და ჟიულ კუნდეს საფრანგეთი. მოსალოდნელია, რომ ამ სიას მალე ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები და ანდრეას კრისტენსენის დანია შეემატებიან, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის ვითარება კი, რომელმაც დღეს მოლდოვას ვერ მოუგო, მარტივი არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]