მესი: "ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონა" საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში"

მესი: "ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონა" საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესი, ისაუბრა "ბარსელონასა" და კოპა ამერიკაზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

"მე ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი "ბარსელონა" საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, რადგანაც სხვადასხვა ეპოქას სხვადასხვა ძლიერი გუნდი ჰყავდა. მაგრამ ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ დონეს, რომლითაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ყოველთვის ემახსოვრება დღეევანდელი "ბლაუგრანა". ამბობს მესი.

 

"რა არის ჩვენი გუნდის წარმატების საიდუმლო? არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ თვითრწმენა და ბევრი შრომა. რა დავალება გვაქვს არგენტინის ნარკების ფეხბურთელებს კოპა ამერიკაზე? ჩვენ უნდა დავივიწყოთ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ტურნირში გასამარჯვებლად, რათა გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები, ისინი ამას იმსახურებენ". დაასრულა ლიონელ ანდრე მესიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.