ლამინ იამალი კიდევ ერთი რეკორდის ზღვარზეა
- თამაშის დრო: შაბათი, 28 ოქტომბერი, 18:15
ბოლო თვეების განმავლობაში ლამინ იამალმა არაერთი რეკორდი დაამყარა და დიდი ალბათობით დღეს ის თავისი რეკორდების კრებულს კიდევ ერთს შემატებს.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღეს გასამართ "ელ კლასიკოში" 16 წლის ფეხბურთელს მოედანზე ვიხილავთ. ასეთ შემთხვევაში კი ის "კლასიკოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება.
ეს რეკორდი "ბარსელონას" ფეხბურთელს, ვისენტე მარტინესს ეკუთვნის, რომელიც 1941 წელს "რეალ მადრიდთან" გამართულ შეხვედრაში 16 წლისა და 278 დღის იყო.
ლამინ იამალი კი ჯერ მხოლოდ 16 წლისა და 107 დღისაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]