რაიო ვალიეკანოსთან ტერ შტეგენის თამაში საეჭვოა
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რაიო ვალიეკანოსთან" გერმანელი კარის დარაჯის თამაში საეჭვოა. მატჩი შაბათს, 25 ნოემბერს გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხუთშაბათს მიიღებენ. ტერ შტეგენი საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის გერმანიის ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ზურგის ტკივილის გამო მას კატალონიაში დაბრუნება მოუწია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]