გავის ესპანეთის ნაკრებში 2025 წლის მარტამდე არ გამოიძახებენ
"ბარსელონას" ნახევარმცველს, გავის ესპანეთის ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე არ გამოიძახებენ.
19 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩში მუხლზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და 7-დან 9 თვე იუქმებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მას ოპერაცია 28 ნოემბერს ჩაუტარდება.
როგორც AS იტყობინება, "ფურია როხა" გავის 2025 წლის მარტამდე არ გამოიძახებს, როდესაც ევროპაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. ნაკრებში მოთამაშის ჯანმრთელობით გარისკვა არ სურთ.
გარდა ამისა, გავის ტრავმამ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის ურთიერთობა "ბარსელონასთან" სერიოზულად გაართულა. ამგვარად, გავი უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსაც გამოტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]