ბრაზილიამ მარაკანაზე არგენტინასთან წააგო | რაფინიამ მოედანზე 72 წუთი გაატარა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში ბრაზილიამ "მარაკანაზე" არგენტინასთან წააგო.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მისი ბედი ნიკოლას ოტამენდის მიერ 63-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ალისონ ბეკერის კარი თავური დარტყმით აიღო: 1-0.
რაფინია ბელოლიმ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო - "ბარსას" შემტევი 72-ე წუთზე ენდრიკმა შეცვალა. "ბარსელონას" ლეგენდა, ლეო მესი კი მოედანზე 78-ე წუთამდე იმყოფებოდა და საბოლოოდ, ტრავმის გამო გაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საშინაო შეხვედრა ისტორიაში პირველად წააგო.
ამჟამად არგენტინა 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, 7-ქულიანი ბრაზილია კი მე-6 პოზიციას იკავებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]