მირალემ პიანიჩი: ვფიქრობ, რომ პედრის ბარსაში გრძელი კარიერა ექნება

მირალემ პიანიჩი: ვფიქრობ, რომ პედრის ბარსაში გრძელი კარიერა ექნება

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა კატალონიური კარიერა გაიხსენა და პედრი შეაქო.

"ბარსასთან" კონტრაქტის გაფორმება ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იყო. ცხოვრებაში მოტივაცია უნდა იპოვო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომფორტის ზონაში ყოფნა ყოველთვის კარგი არაა.

პედრი არის მოთამაშე, რომელიც ძალიან მომწონს. მას დიდი ნიჭი აქვს. მას "ბარსაში" თამაშის შემდეგ ვიცნობ. ის ძალიან თავმდაბალია და ყოველთვის გაუმჯობესებას ცდილობს. ვფიქრობ, რომ მას "ბარსელონაში" ძალიან გრძელი კარიერა ექნება.

 - თქვა ბოსნიელმა.

პიანიჩი გასული წლის სექტემბერში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ "შარიას" უფასოდ შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ნოემბერი 2023 08:06
    0
    ამის ტრანსფერი ერთი დიდ გაუგებრობად დარჩება მგონი სამუდამოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ნოემბერი 2023 15:19
    2
    თუ აცალეს ნაკრების მწვრთნელებმა კი, მაგალითი სახეზე გვაქვს გავის სახით.