ბარსელონას პრიორიტეტი კანსელუს შეძენაა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" პრიორიტეტი ჟოაუ კანსელუს შეძენა იქნება. "პორტუსთან" მატჩმა კლუბის წარმომადგენლები ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
29 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" იჯარის წესით "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა. მას "ქალაქელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, "ბარსას" რიგებში თამაში კი, იჯარის მიხედვით, 2024 წლის 30 ივნისამდე შეუძლია.
კატალონიაში დარჩენა თავად ჟაოუსაც სურს, თუმცა, კლუბს "მანჩესტერ სიტისათვის" ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს. სანამ წარმომადგენლები ამ ნაბიჯს გადადგამენ, იქამდე საკითხის განხილვა, ფინანსური პრობლემების გამო, საბჭოსთანაა საჭირო. როგორც ცნობილია. "მანჩესტერ სიტი" ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა "ბარსა" თანხის დაკლებას შეეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]