ჩავი ერნანდესი ჟირონასთან მარცხის შემდეგ
ჩავი ერნანდესმა "ჟირონასთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
თანაბარი თამაში იყო. "ბარსელონას" რომ მოეგო, ვიტყოდით, რომ მოგება სამართლიანი იყო. ჩვენ ეფექტიანობა დაგვაკლდა და დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა ძალიან დაგვაზარალა.
"ჟირონას" დიდი უპირატესობა აქვს, ისინი ჩვენზე 7 ქულით წინ არიან. მიჩელისა და მისი ფეხბურთელების მუშაობა გასაოცარია.
ვფიქრობ, თამაშს "ჟირონაზე" უკეთ ვაკონტროლებდით, ვდომინირებდით და მომენტებს ვქმნიდით.
ეს მარცხი დიდი დარტყმაა, თუმცა წინსვლა უნდა განვაგრძოთ - ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ხშირად უკან ერთი ნაბიჯი უნდა გადადგა, რათა წინ ორი ნაბიჯით წაიწიო.
ფანები გაბრაზებულები არიან, მაგრამ ცუდი თამაში არ ყოფილა. მატჩი ჩვენს ხელში იყო, თუმცა ამით ვერ ვისარგებლეთ. 31 დარტყმის ფონზე უფრო ეფექტიანები უნდა ვიყოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]