მოსკარდო კვლავ ბარსას რადარზეა
მარკოს ბენიტოს ინფორმაციით, გაბრიელ მოსკარდო "ბარსას" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
ჟურნალისტის ცნობით, ბრაზილელი ტალანტისთვის ბრძოლაში "პარი სენ-ჟერმენიც" ჩაერთო. ფრანგები მზად არიან, ფეხბურთელს სარფიანი წინადადებით მიმართონ.
"ბლაუგრანას" კი რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოთამაშისთვის გარანტიების მიცემა არ შეუძლია. დეკუ გაბრიელის დიდი გულშემატკივარია და ის ეძებს გზებს, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა ნახევარმცველის კატალონიურ გუნდში ტრანსფერი შესაძლებელი იქნება.
ბოლო ცნობებით, "კორინთიანსი" მოსკარდოს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]