ბარსელონა 3-2 ალმერია | მიმოხილვა

ბარსელონა 3-2 ალმერია | მიმოხილვა

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-18 ტურში "ალმერია" 3-2 დაამარცხა.

ჩავის გუნდმა ანგარიში 33-ე წუთზე რაფინიას გოლით გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს მეკარესთან პირისპირ გასულმა ლეო ბაპტისტაომ წონასწორობა აღადგინა. 

მეორე ნახევარში "ბარსა" გააქტიურდა. მე-60 წუთზე რაფინიას ჩაწოდების შემდეგ სერჟი რობერტომ თავური დარტყმით "ბარსელონა" კვლავ წინ გაიყვანა. 71-ე წუთზე ინიაკი პენიამ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა და ედგარ გონსალესს ცარიელ კარში გაატანინა. მიუხედავად ამისა, 83-ე წუთზე სერჟი რობერტომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მაინც მოაგებინა. 

"ბარსელონა" ამჟამად 38 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. 

კატალონიურ გრანდს 22 დეკემბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე, დალასში მექსიკურ კლუბ "ამერიკასთან" ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული. ეს "ბარსასთვის" წლის ბოლო შეხვედრა იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 22 დეკემბერი 2023 00:33
    0
    ციტატა: MESSI 2017
    სასიხარულო ამბავი კალენდარს ოთხეულში დავასრულებთ გილოცავთ მე4 ადგილს

    ატლეტიკომ თუ მოიგო ქულები ერთნაირი გვექნება, პირადი შედეგი უკეთესი გვაქვს. ამიტომაც მე-3 ზე დავრჩებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 დეკემბერი 2023 12:01
    1
    ციტატა: Hendrik Johannes
    ანტვერპენმა - 3 ბურთი გაგვიტანა, ჟირონამ - 4, ალმერიამ - 2. კაი რა მართლა, გაატრაკეთ. უკვე ალმერიასთან მოგება გვიხარია ისეთი ბანძები გავხდით. ძაან მინდა რომ გავარდეს ბარსა ნაპოლთან, თორე სიტი ან ბაიერნი თუ შეგხვდება 1/4 ფინალში - სასწაული კოშმარი და კიდევ ერთი სირცხვილი გველოდება

    ვინ თქვა რომ გვიხარია ასეთი მოგებები.
    Culé [?]
    #8 21 დეკემბერი 2023 00:44
    1
    ტერ შტეგენი გვაკლია...
    მსოფლიო დონის მეკარე და დაცვაც კანკალებს. რაა გასაკვირი
    Culé [?]
    #7 21 დეკემბერი 2023 00:41
    0
    ციტატა: PUIOL5
    ციტატა: Hendrik Johannes
    MESSI

    ანტვერპენი ჟირონა და ალმერია გოლებით რომ ამოგვტენის ამაზე მეტი სირცხვილი რა გინდა? ნეტა მოუგებდეთ ნაპოლის და გავიდოდეთ მეოთხედფინალში, ფინანსურად წაგვადგებოდა

    დავიჯერო ჩემს ნათქვამში ირონია ვერ დაინხე?😔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 დეკემბერი 2023 00:38
    1
    საკითხავია ატლეტიკო-სევილიას მერე თუ ვიქნებით მესამეზე.
    ზურგს უკან ვალვერდეს სუნთქვა მესმის
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 დეკემბერი 2023 00:30
    1
    PUIOL5, ხოდა ჟირონასგან თუ უშვებ 4 გოლს, ბაირნთან 8 ბურთს გავუშვებთ. 1/4 რო გავიდეთ კაი ჯანდაბა მივიღებთ ზედმეტ 5 მილიონს, მაგრამ ტრაკში გაიკეთონ ეს 5 მილიონი თუ მერე სირცხვილი გველოდება.
    ფანი [?]
    #4 21 დეკემბერი 2023 00:25
    2
    ციტატა: Hendrik Johannes
    MESSI

    ანტვერპენი ჟირონა და ალმერია გოლებით რომ ამოგვტენის ამაზე მეტი სირცხვილი რა გინდა? ნეტა მოუგებდეთ ნაპოლის და გავიდოდეთ მეოთხედფინალში, ფინანსურად წაგვადგებოდა
    გულშემატკივარი [?]
    #3 21 დეკემბერი 2023 00:18
    2
    ტერ შტეგენს ახლა ეწია ასაკი და წელის ტკივილიიი. როდის დაბრუნდება ახლა ეგ
    Culé [?]
    #2 21 დეკემბერი 2023 00:17
    0
    სასიხარულო ამბავი კალენდარს ოთხეულში დავასრულებთ გილოცავთ მე4 ადგილს
    გულშემატკივარი [?]
    #1 21 დეკემბერი 2023 00:16
    3
    ანტვერპენმა - 3 ბურთი გაგვიტანა, ჟირონამ - 4, ალმერიამ - 2. კაი რა მართლა, გაატრაკეთ. უკვე ალმერიასთან მოგება გვიხარია ისეთი ბანძები გავხდით. ძაან მინდა რომ გავარდეს ბარსა ნაპოლთან, თორე სიტი ან ბაიერნი თუ შეგხვდება 1/4 ფინალში - სასწაული კოშმარი და კიდევ ერთი სირცხვილი გველოდება