ანდრეას კრისტენსენმა ბარსელონაში 50-ე მატჩი ჩაატარა

ანდრეას კრისტენსენმა ბარსელონაში 50-ე მატჩი ჩაატარა

"ალმერიასთან" შეხვედრა ანდრეას კრისტენსენისთვის საიუბილეო იყო - დანიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" 50-ე მატჩი ჩაატარა.

კრისტენსენმა 37 შეხვედრა ლა ლიგაში გამართა, 7 - ჩემპიონთა ლიგაზე, 2-2 კი ესპანეთის სუპერ თასზე, ევროპა ლიგასა და კოპა დელ რეიზე.

აღსანიშნავია, რომ ამაზე მეტი მატჩი "ბარსაში" 3 დანიელს ჩაუტარებია: მარტინ ბრეითუეიტს (58), ალან სიმონსენსა (129) და მიკაელ ლაიდრუპს (226).

ანდრეასმა დღეს პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენებისას კი ჩავიმ ის ჟიულ კუნდეთი შეცვალა.

დანიელი გუნდის დაცვის უმნიშვნელოვანესი წევრია. გასულ სეზონში მან ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა და სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება არ გაუჭირდა. "ბლაუგრანაში" მის ანგარიშზე 1 გოლია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 დეკემბერი 2023 00:03
    0
    ერთი რო აურევს მერე ყველანი მიყვებიან ხოლმე ცხვრებივით. ხან კუნდე ურევს, ხან არაუხო და გუშინ ყველამ ერთად აურია კრისტენსენის ჩათვლით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 დეკემბერი 2023 12:09
    1
    კრისტენსენის ჩათვლით, მთლიანი დაცვა 10 ჯერ უარესია ვიდრე შარშან იყო.