პუიოლი ბარსელონაში დაბრუნდა, რათა აღდგენითი ვარჯიშები გააგრძელოს
იბიცას კუნძულებზე 4 დღის გატარების შემდეგ გუშინ არდადეგები დასრულდა. კარლესი იბიცაზე მეგობარ გოგონასთან, მალენა კოსტასთან ერთად იმყოფებოდა. მას ასევე ახლდა კლუბის ფიზიოთერაპევტი, ხუანხო ბრაუ, რომელიც დასასვენებლად მეორე ნახევართან ერთად იყო წასული. კარლესი გუშინ ბარსელონაში დაბრუნდა. ამის შესახებ მან ”Twitter”-ში გვამცნო.
1 ივნისს კარლეს პუიოლს მარცხენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბრაუმ შეადგინა აღდგენითი პროგრამა, რის მიხედვითაც კარლესმა დღეში ორჯერ, დილით და საღამოს თავად ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ივარჯიშოს.
”მე აღდგენითი პროგრამის კურსს მივუყვები. იბიცაზე ყოფნისას მცირე შესვენების გაკეთება გადავწყვიტე” - ”ბლაუგარანს” კაპიტანმა ეს განცხადება ”Twitter”-ზე 13 ივნისს, იბიცაში ჩასვლის დღეს დაწერა.
სავარაუდოდ კარლესის ბარსელონაში დაბრუნება დაკავშირებულია ექიმ რამონ კუგატთან (ოპერაცია კარლესს კუგატმა ჩაუტარა) ვიზიტთან, რომელმაც უნდა შეაფასოს, თუ როგორ მიდის აღდგენითი კურსი 2 კვირიანი ვარჯიშებისა და დასვენების შემდეგ.
ხუნხო ბრაუ ბარსელონაში 1 ივლისამდე დარჩება, ხოლო შემდეგ არგენტინაში გაფრინდება, რათა ლეო მესის ფიზიკურ მდგომარეობას დააკვირდეს მთელი კოპა ამრეკის მიმდინარეობისას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]