სესკი:"არსენალში" ბედნიერი ვარ"

სესკი:"არსენალში" ბედნიერი ვარ"

ლონდონის "არსენალის" კაპიტანმა, სესკ ფაბრეგასმა, კითხვაზე - არსებობს თუ არა შანსი  მისი"ბარსელონაში" დაბრუნებისა განაცხადა, რომ იგი თავის ამჟამინდელ კლუბში ბედნიერია.

 

"ამჟამად, მე ვარ ლონდონის "არსენალის" მოთამაშე და აქ თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ იმ კლუბში, რომელშიც რვა სეზონი გავატარე. ჩემი მომავლის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ბედნიერ ვარ ლონდონში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარიერის დასრულებას აქ ვაპირებ." -აცხადებს ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი.

 

მაგრამ უნდა გავიხსენოთ სესკის თანაგუნდელის, ბაკარი სანიას სიტყვებიც, რომელიც გადმოგვცემდა, რომ ფაბრეგასს ძალიან სურს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება. ხოლო რაც შეეხება "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს, იგი დარწმუნებულია, რომ სესკი არსად არ წავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.