პუიოლი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპისთვის მზად იქნება
”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი მარცხენა მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადის. ეხპანელის აღდგენითი კურსი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, გადმოგვცემს marca.
იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოჯანმრთელების პროცესი ამავე ტემპში წარიმართება პუიოლი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპისთვის მზად იქნება. ”ბლაუგრანა” სეზონისთვის მზადებას 18 ივლისს შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კარლეს პუიოლს მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 თვე დასჭირდებოდა.
აღსანიშნია ისიც, რომ გეგმის მიხედვით კაპიტანი თვის ბოლოს უკვე მინდორზე ბურთთან ერთად ვარჯიშს შეძლებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=53dLq08A2bo]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]