ბარსელონა ესპანეთის სუპერ თასის ფინალშია!
"ბარსელონამ" სუპერ თასის ნახევარფინალში "ოსასუნა" 2-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში "ბარსამ" ნავსი მაინც გატეხა. 59-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, მატჩის მიწურულს (93+3') კი ლამინ იამალმა გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
კატალონიური კლუბი 14 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ფინალში "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ წინა წლის სუპერ თასის ფინალშიც "ელ კლასიკო" შედგა. მაშინ "ბარსელონამ" "რეალ მადრიდს" შანსი არ დაუტოვა და შესანიშნავ სტილში, 3-1 იმარჯვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]