კეპა თუ ლუნინი | ვის ანდობს რეალ მადრიდი კარს ბარსელონასთან
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს კვლავ "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" შეხვდებიან, ამ უკანასკნელმა კი უკვე გადაწყვიტა, თუ ვის ანდობს კარის დაცვას საფინალო შეხვედრაში.
როგორც Marca-ს მთავარი რედაქტორი, ხოსე ფელიქს დიასი წერს, მადრიდელებს კეპასადმი ეჭვები ამავე ფეხბურთელის მხრიდან "ატლეტიკო მადრიდთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ გაუჩნდათ, რის გამოც ესპანელმა ძირითად XI-ში ადგილი დაკარგა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, "ელ კლასიკოში" "ბარსელონას" წინააღმდეგ კარს "რეალ მადრიდის" სათადარიგო მეკარე, ანდრეი ლუნინი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალი 14 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]