ჩავი რეალთან 4 ნახევარმცველით თამაშს გეგმავს | Mundo Deportivo

ჩავი რეალთან 4 ნახევარმცველით თამაშს გეგმავს | Mundo Deportivo

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ესპანეთის სუპერთასის ფინალისთვის ტაქტიკურ ცვლილებებს ამზადებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელი სპეციალისტი გეგმავს, რომ მადრიდის "რეალთან" 4 ნახევარმცველით ითამაშოს. ფრენკი დე იონგი და ილქაი გიუნდოგანი, ცხადია, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ თამაშს, ხოლო დანარჩენი 2 ადგილისთვის პედრი, ფერმინ ლოპესი და სერჟი რობერტო იბრძოლებენ.

მატჩი ხვალ, 14 იანვარს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 იანვარი 2024 22:29
    2
    ჩავიმ დაურეკა მუნდოს და მოახსენა რასაც აპირებდა, თქვენ ვერ დაგიმალავთო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 იანვარი 2024 22:21
    1
    4 ნახევარმცველი ამართლებდა გავისთან ერთად, ახლა არ ვიცი რა იქნება.
    Culé [?]
    #10 13 იანვარი 2024 19:35
    1
    მე ვფიქრობ რომეო გიუნდოგანი ფრენკი და პედრი უნდა დააყენოს ცენტრში
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    წევრი [?]
    #9 13 იანვარი 2024 17:21
    2
    იქიდან გამომდინარე რო შეტევაში არავინ ვარგა ამ დროისთვის, საერთოდაც ეს 4.4.2 ცუდი ვარიანრი არ ჩანს. ერთი გამონაკლისს გარდა როხა გავი იყო მოედანზე მაინც წინ მიდიოდა. თუმცაბკლასიკოში არ გამიკვირდება 4 ნახევარმცველით თამაშის დაწყება რადჰან ისედაც ძაან საცოდავურად გამოიყორება გუნდი და მგონია რო ასეც მოიქცევა ხავი და რაღაც სხვას შემოგვთავაზებს.
    Culé [?]
    #8 13 იანვარი 2024 15:17
    3
    მატჩამდე ერთი დღით ადრე საიდან ჩნდება ასეთი საიდუმლო ინფორმაციები? საიდან და ოსაუნასთან მატჩის შემდეგ, ერთმა ჟურნალისტმა ჩავის დაუსვა კითხვა, რომ გეგმავს თუ არა ჩავი რეალთან 4 ნახევარდამცველით თამაშს, რაზეც ჩავიმ უპასუხა, რომ ყველაფერი შესაძლებელიაო… აბა ჟურნალისტებს მეტი რა უნდათ, ევრევე დაანონსეს ინფორმაცია. ვნახეთ ჩვენ უკვე 4 ნახევარმცველის რომბი ბარსას შესრულებით, რამაც საკმაოდ გაამართლა რეალის წინააღმდეგაც კი, მაგრამ მაშინ 3 ცენტრალური მცველით თამაშობდნენ და გავი იყო შეტევის მარცხენა ფლანგზე განთავსებული. რამდენად გაამართლებს დღევანდელ რეალთან 3 ცმ, ეს სათუო საკუთხია. ვნახეთ რეალის მატჩი ატლეტიკოსთან, სადაც ანჩელოტიმ 4 ნახევარმცველით ითამაშა და პრესაში ასეთმა ინფორმაციამაც გაიელვა, რომ ისევ 4 ნახევამცველით აპირებს თამაშს, მხოლოდ სასტარტოში მოდრიჩის მაგივრად კროსსი გამოვა. იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით რეალი აპირებს 4-4-2 სქემით თამაშს, სადაც ბელინგემი წინ წაწეული ნახევარმცველი იქნება. ანუ ნახევარდაცვაში ითამაშებენ კროსი, ბელინგემი, ვალვრდე და ტჩუამენი… ბარსა გამოდის ითამაშებს იგივე სქემით, სადაც ცენტრში გიუნდოგანი, დე იონგი, პედრი და რობერტო იქნებიან წარმოდგენილი. გიუნდოგანი და დე იონგი მორიგეობით წინ წაიწევენ. ხოდა აქ დასაფიქრებელი რა შედეგი შეიძლება აჩვენოს შეტევის ხაზმა. რეალს ვინისიუსი და როდრიგო ეყოლება და დამატებით ბელინგემი, სამივე ძალზედ რეზულტატური ფეხბურთელია და ბარსას ლევანდოვსკი და ან ტორრესი, ან ფელიქსი, ან იამალი და დამატებით დე იონგი ან გიუნდოგანი, ეყოლება, რომელთა რეზულტატურობა უკეთესს მოითხოვს. ასევე აღსანიშნავია რამდენად შემტევები მოერევიან დაცვას სადაც რეალს კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო და მენდი ჰყავს და ბარსას არაუხო, კუნდე, კრისტენსენი და ბალდე. დაცვითი ხაზი თითქმის ერთნაირია, ორივე გუნდიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია ბრწყინვალედ ითამაშოს და ასევე სერიოზული შეცდომები დაუშვას. აქ ძალიან დაფიქრებაა საჭირი, ასეთი განლაგებით ცენტრი უეჭველად ჩვენი არ იქნება, სერიოზული მეტოქეებია წინ, შეტევაშიც შედეგიანობის მიხედვით ვაგებთ. რომ გვყავდეს კანსელო, შეიძლებოდა 3-5-2 სქემაზე ფიქრი, და რადგან სხვა მოთამაშე ფაქტიურად არ გვყავს, რჩება ისევ 4-4-2 დაცვაში და 4–3-3 შეტევაში ვარიანტი. ამ მატჩს მოიგებს ის, ვინც მეტ თავგანწირვას, გონიერებას რა მაქსიმალურ რეალიზაციას აჩვენებს. არ ვიტყვი დღეს რომელი გუნდი უკეთესად ამჟღავნებს ამ თვისებებს, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. ძალიან მაწუხებს ლევანდოვსკის საკითხი, რომელმაც თითქმის ყველა პრინციპული მატჩი ჩააგდო და მოედანზე შენიშვნების მიცემის და მასწავლებლობის გარდა, არაფერს აკეთებს. თუ პირველ ტაიმში ასევე ითამაშებს, მე პირადად ეგრევე როკეს გამოუშვებდი, რომლისთვისაც ეს იქნებოდა უზარმაზარი სტიმული იქნება და თანაც რეალი არ იცნობს მის თამაშს….. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება სავალალო გახდეს…. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მინდა ორშაბათ დილით ყველას მოგილოცოთ გამარჯვება!!!! და ეს შესაძლებელია!!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 იანვარი 2024 14:49
    8
    სასაცილოა, რეალში წელს მისული ლაწირაკი რომელიც მოსვლის დღიდან ლაზარეთში ყავდათ და სულ ორი თამაში ჩაატარა უკვე იმუქრება რო სულ ერთია ვის შეხვდება, ბარსა და ოსასუნა მაგისთვის ერთია თურმე. რეალში დაბერდნენ კროსი, მოდრიჩი და მაგათგან მსგავსი ტრაბახი არ გამიგია, ეს რა თაობა მოდის ორი თამაში და ჩვენ რეალი ვართო ისე ამბობს თითქოს ამის დახმარებით მოიგო რეალმა თავისი ყველა ტიტული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 იანვარი 2024 14:48
    4
    ფელიში უეჭველი უნდა იყოს სასტავში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 13 იანვარი 2024 14:32
    0
    რომეუ
    რობერტო ფრენკი ილქაი
    ლევანა ფელიში

    რობერტო-ფერმინი
    რომეუ-პედრი
    საშინელებაა ფრენკი და გუნდოგანი საყრდენ ზონაში პოზიციებს რო ცვლიან.ორივე იკარგება მაგ დროს.შეცვლებიც თანაბრად უნდა გადაანაწილოს თორე მეორე ტაიმში მოიქოქება რეალი მითუმეტეს ბოლოსკენ იციან მაგათ აფეთქება
    Culé [?]
    #4 13 იანვარი 2024 13:25
    2
    Kai da moulodnelibis efectit iqneboda mag si*s robertoze iseti gancxadeba ar gaeketebina ro yvela dawva 4 kacs ro daayenebda. Sheidxleba ormagi xodi gaatara mara armgonia magis tvini hqondes magas ddd xoda ise urigo nagdad ar iqneba, tu gagvichirda mere davamatebt shemtevs,aba usayrdenot da sami kacit rogor movugebt centrs,sheteva isec ar gvyavs,dacva arastabilurad dganan da vafshe gagvxeven. Egeba 4 ma cota gauqachon centrshi ra...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 იანვარი 2024 13:18
    3
    რატო მაქვს ცუდი წინათგრძნობა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 13 იანვარი 2024 13:08
    2
    სულ 6 ნახევარმცველი გვყავს და 4 ძირითადში უნდა იდგეს? აქედან პედრი ახალი დაბრუნებულია ძირითადში, 1 რომეუა და მეორე ძალიან გამოუცდელი ფერმინი. რავიცი არ მგონია კარგი აზრი.
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2024 12:52
    2
    ფერმინი-დე იონგი-გიუნდოგანი-რობერტო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა