ჩავი ერნანდესი ფინალის წინ

ჩავი ერნანდესი ფინალის წინ

  • თამაშის დრო: კვირა, 14 იანვარი, 23:00

ჩავი ერნანდესმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "რეალ მადრიდთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გუნდი ძალიან მონდომებულია. ფინალში "რეალ მადრიდთან" თამაში დიდებული სცენარია და შევეცდებით, კარგი მატჩი ჩავტაროთ. ბურთის გაკონტროლება და ჩვენი სტილით თამაში გადამწყვეტი იქნება.
ძირითადი შემადგენლობა გადაწყვეტილი მაქვს. ვიმედოვნებ, გასული სეზონის მსგავსად კარგად ვითამაშებთ. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. მე ძალიან მოტივირებული ვარ.
პედრი 100%-ით მზადაა, თუმცა მასზე არაა დამოკიდებული, სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ თუ ოთხით. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი დნმ უცვლელი დარჩება.
გამარჯვება დამსახურების გარეშე? ბოლოს როდის მოვიგეთ ასე?! საპირისპირო ბევრჯერ მომხდარა - დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. 
არაუხოს და ვინისიუსის დუელი? ტაქტიკაზე არ ვისაუბრებ, რადგან ამით ანჩელოტის დავეხმარები. ამას ხვალ ნახავთ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ითამაშებს არაუხო, ის ყველა პოზიციაზე საიმედოა. მან ბოლო ორ სეზონში დაცვაში თამაში და ბურთთან ერთად მოქმედება საგრძნობლად გააუმჯობესა.
რიადი? საუდის არაბეთში კარგ დროს ვატარებთ. როდესაც აქ ჩამოვდივართ, ყველა პატივს გვცემს და გვგულშემატკივრობს. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. საუდის არაბეთში ფეხბურთი განვითარდება, რადგან მათ საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვთ და უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ.
ბელინგემი? ჩვენ ერთ ფეხბურთელზე არ ვფოკუსირდებით, რადგან მადრიდელთა ყველა მოთამაშე უმაღლესი დონისაა. 
ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად ვუყურებთ, თუმცა ჩვენი მეთოდები განსხვავდება. კარლოზე ცუდად არავინ საუბრობს, მან ყველა ქვეყანაში საკუთარი კვალი დატოვა. ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 15 იანვარი 2024 21:39
    0
    ციტატა: Jorkaeff
    გვარდი რა როჟაა რა. 2 ზამენის მეტი არ გაუკეთებია და დაუტრიალა თამაში ორივე შემოსულმა (კდბ და 20 წლის ბობბი)

    დე ბრუინს პირველი ტურის შემდეგ არ უთამაშია, დაბრუნდა და წაგებული თამაში შემოაბრუნა მისმა თამაშმა. გოლიც რა სასწაული გაიტანა.
    ფანი [?]
    #12 14 იანვარი 2024 13:38
    0
    ციტატა: რივალდო-მესი
    ციტატა: rivaldo80
    აი ამ ჩაჯმულ ნაპოლის თუ ვერ გაცდი ხავი ჯობია შენი ფეხით ლამაზად წახვიდე მადლობა ლალიგისთვის ამ გაჭირვებაში მართლა სასწაული იყო გაჩემპიონება მაგით კიდე უფრო გავამწარეთ ხალხი.ნაპოლის უნდა გავცდეთ!!!

    არ მჯერა რას წერ?🙂😳 ანუ ნაპოლიმ თუ გაგვაგდო უშვებ😊👌✌️ ??? აბა ვინ მოვა უკეთესი და ვაცალოთ ლეგენდაა თემები არ იქნება???✌️

    😄😄
    ფანი [?]
    #11 14 იანვარი 2024 11:31

    #10 14 იანვარი 2024 00:57
    0
    მთავარია თამაშის მერე რას იტყვის, სატრაბახოდ ექნება საქმე თუ თავის მართლება მოუწევს.
    ფანი [?]
    #9 13 იანვარი 2024 23:32
    0
    გვარდი რა როჟაა რა. 2 ზამენის მეტი არ გაუკეთებია და დაუტრიალა თამაში ორივე შემოსულმა (კდბ და 20 წლის ბობბი)
    ფანი [?]
    #8 13 იანვარი 2024 22:46
    0
    ციტატა: MESSI 2017
    ჩავიმ პედრიზე ისეთი განაცხადება გააკეთა რომ ან პედრის არ უნდა თამაში ან ჩავის არ უნდა რომ გარისკოს ხვალინდელი შემადგენლობით დავასკვნით რომელი იქნება

    მე ნახევარს ასე დავაყენებდი

    რომეუ
    რობერტო ფრენკი გუნდოგანი

    60 წუთზე
    რობერტო-პედრი
    რომეუ-ფერმინი
    საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ ცვლიან საყრდენ ზონას დე იონგი და გუნდოგანი
    Culé [?]
    #7 13 იანვარი 2024 20:31
    0
    ჩავიმ პედრიზე ისეთი განაცხადება გააკეთა რომ ან პედრის არ უნდა თამაში ან ჩავის არ უნდა რომ გარისკოს ხვალინდელი შემადგენლობით დავასკვნით რომელი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 იანვარი 2024 19:32
    7
    აი ამ ჩაჯმულ ნაპოლის თუ ვერ გაცდი ხავი ჯობია შენი ფეხით ლამაზად წახვიდე მადლობა ლალიგისთვის ამ გაჭირვებაში მართლა სასწაული იყო გაჩემპიონება მაგით კიდე უფრო გავამწარეთ ხალხი.ნაპოლის უნდა გავცდეთ!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 იანვარი 2024 18:51
    5
    ფოტოზე ისე ჩანს გეგონება პაპა კარლო ეს იყოს და უკეთესი შემადგენლობაც ამას ყავდეს🤣🤣🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #4 13 იანვარი 2024 17:53
    12
    გამოვლენ ბიჭები გადაკუზავენ რეალს და გახდება მერე ეს თასი ლატუნის და ჯართის და ვის რად უნდას თემა აუტყდებად რეალის საქომაგოს. არადა მართლა მოვუგებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 იანვარი 2024 17:23
    7
    რა დნმ თუ ძმა ხარ? გაიქეცი ჩააწოდეა ჩვენი სტილი?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 13 იანვარი 2024 17:15
    5
    ბარსამ თავისი სტილით ბოლოს 2017წელს ითამაშაა:D ჩავი ან ნამეტანი უკანახარ ან ნამეტანი წინ :)))
    ფანი [?]
    #1 13 იანვარი 2024 17:05
    5
    ხოარ ღადაობ ჩავი ამ სეზონში მინიმუმ 5 თამაში მოიგეთ რომელსაც არ იმსახურებდით მოგებას