"სეგუნდას" საუკეთესო ბომბარდირი "უდინეზეში"?!

"სეგუნდას" საუკეთესო ბომბარდირი "უდინეზეში"?!

 

"ბარსელონა ბ"–ს ფორვარდმა და 2010/11 წლების სეზონის "სეგუნდა დივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირმა, ჯონათან სორიანომ შესაძლოა  მომავალი სეზონიდან "უდინეზეს" ღირსება დაიცვას...

 

როგორც "Football Italia" იტყობინება, "უდინეზეს" ხელმძღვანელობა ეცდება, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერში 26 წლის ფორვარდი, ჯონათან სორიანო იქნას გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ სანჩესის ფასი ყველა დანამატთან ერთად, 38 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ამ ხმების გავრცელებამდე, სორიანოს ასევე "სერია ა"–ს ბინადარ გუნდს, "რომას" უკავშირებდნენ, რომელსაც მომავალი სეზონიდან "ბარსა ბ"–ს ყოფილი დამრიგებელი, ლუის ენრიკე გაწვრთნის...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.