პოცო: "ჩვენ სანჩესის შენარჩუნებას ვეცდებით"

პოცო: "ჩვენ სანჩესის შენარჩუნებას ვეცდებით"

 

იტალიური "უდინეზეს" პრეზიდენტმა, ჯამპაოლო პოცომ უარყო გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მისი კლუბის ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ჩილელი ალექსის სანჩესის მომავალი კატალონიის "ბარსელონას" უკავშირდება...

 

"სანჩესი ამ დროისთვის "უდინეზეს" ფეხბურთელად ითვლება. მე ვწუხვარ, რომ ყველაფერი "საგაში" გადაიზარდა. ჩვენ მისი კლუბში დატოვება გვსურს, რადგანაც მომავალ წელს "უდინეზე" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოდის", – აცხადებს პოცო. ამასთან ერთად იგი ამბობს, რომ თუ რომელიმე გრანდს მისი კლუბის ფეხბურთელის შეძენა მოუნდება, აქ უკვე იგი და მთლიანად "უდინეზე" უძლური რჩება: "სამწუხაროდ, ჩვენ ტოპ–კლუბების სიაში არ ვწერივათ და ამიტომაც, როდესაც რომელიმე გრანდი ჩვენი ფეხბურთელით ინტერესდება, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია." ჯამპაოლომ იქვე დაამატა, რომ "ბარსას" წინადადებები "უდინეზესთვის" ხელსაყრელი არ გახლავთ. საუბრის ბოლოს კი მან განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი.

 

მე კი აქვე გეტყვით, რომ დღეს, ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მატჩი მათი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ერთი გოლი ალექსის სანჩესის ანგარიშზე გახლავთ. მან ესტონელთა კიპერის კარის აღება 50–ე წუთზე მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.