Marca მუნუერას ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ბარსასთვის არდადებულ პენალტს ეხება
ესპანურმა Marca-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მთავარი გმირებიც "რაიო ვალეკანოსა" და "ბარსელონას" შეხვედრაზე მომუშავე არბიტრები, მუნუერა მონტერო და ხაიმე ლატრე არიან.
ლა ლიგის მე-14 ტურის დაპირისპირების მთავარი მსაჯი ხოსე ლუის მუნუერა მონტერო გახლდათ, რომელმაც ბოლო წუთებზე რაფინიას მასპინძელთა საჯარიმოში წაქცევა დარღვევად არ მიიჩნია და "ბარსელონას" სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა.
Marca სწორედ მუნუერა მონტეროსა და VAR-ის ოთახში მომუშავე სანტიაგო ხაიმე ლატრეს აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რაფინიაზე დარღვევა ვერც ერთმა და ვერც მეორე მსაჯმა ვერ დაინახა.
- ამბობს მუნუერა მონტერო, რომელსაც ლატრე პასუხობს, რომ რაფინიასა და მცველს შორის კონტაქტი საკმაოდ მიზერული იყო, რაც ეპიზოდზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენდა.
სხვათა შორის, ჩავიმ ერთ-ერთ წინა პრესკონფერენციაზე ეს ეპიზოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსაჯები "ბარსელონას" წინააღმდეგ ამ სეზონში უკვე არაერთხელ შეცდნენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და "ბარსელონამ" პოტენციურად უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 9 ]